asvl

მამა და მისი მცირეწლოვანი ვაჟი საცხოვრებლად ერთ წყნარ ქალაქში გადადიან საცხოვრებლად, რომელსაც 15 წლით ადრე სერიული მკვლელი, რომელიც „ჩურჩულის კაცის“ სახელით იყო ცნობილი, ატერორებს, მაშინ როდესაც ვრცელდება ჭორები, რომ „ჩურჩულის კაცი“ თანამზრახველთან ერთად მუშაობდა.
ამერიკელი ქალს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ზაფხულის განმავლობაში მაიორკაში ქარიზმატულ ადგილობრივთან მოულოდნელ რომანტიკულ ურთიერთობას იწყებს, რაც აიძულებს მას, ოჯახურ ვალდებულებებთან და სახლში დაბრუნებასთან ერთად, საკუთარი სურვილები შეაფასოს.
ოჯახი, რომელიც თაღლითური სქემის მსხვერპლი ხდება, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება, მთავარი გმირი და ამ ოჯახის წევრი მამაკაცი კი გადაწყვეტს შური იძიოს დამნაშავეებზე.
დიჯეი იკარუსი ცნობილი მუსიკოსია, ის ელის მისი ახალი ალბომის გამოსვლა და მხარდასაჭერი ტურნეს გამართვას. ამ ყველაფრით გატაცებულს, არც წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა მის მეგობარ გოგონას ეღალატა.
იაპონიაში ნარკოტიკების დილერს მოკლავენ და ის სულის სახით დაბრუნდება, რადგან თავის დას მიხედოს.
ავრორა პატარა გოგონა, რომელსაც მოუწევს დაიქირაოს თავისი განმარტოებულ მეზობელი, პროფესიონალი მკვლელი, იმისათვის რომ შური იძიოს მონსტრზე, რომელმაც მას მშვილებელი მშობლები მოუკლა.
საქორწინო წვეულება კატასტროფად იქცევა, როდესაც გაირკვევა, რომ დედამიწისკენ პლანეტა მელანქოლია მოიწევს. ყოველ წუთას ის უფრო ახლოს არის და გადარჩენის შანსები აღარ რჩება...
ყოფილი მოცეკვავის ცხოვრება სრულიად იცვლება, მას შემდეგ რაც ის მოტოციკლეტით ავარიაში ხვდება. მისთვის კარიერა სრულდება და ცხოვრებასაც ის სრულ უსაქმურობაში ხარჯავს, მაგრამ ერთ დღეს ის ხვდება ადამიანის, რომელიც მის ცხოვრებას ახალ სიცოცხლეს სძენს.
ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90-იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მათ სწავლისადმი ინტერესი გაუჩინოს.
ფილმი
არასწორად გაგზავნილი წერილი და ემა როთნერის ელექტრონული ფოსტა შეცდომით ლინგვისტ ლეო ლეიქთან ხვდება. ლეო პასუხობს. მალე ეს ყველაფერი სახალისო და უფროდაუფრო პირადული ხდება. იმის გამო, რომ ისინი არ იცნობენ ერთმანეთს პირადად, არ არსებობს შიშის ბარიერი და ნდობა ერთმანეთის მიმართ მაღალია. მათ ციფრული მეგობრობა აკავშირებთ და არც სურთ რაიმეს შეცვლა, მაგრამ იქნებ მაინც ღირდეს შეხვედრა? ელექტრონული სამყაროს მიღმა, ემა გათხოვილია, ლეო კი კვლავ ხვდება თავის ყოფილ მეგობარ გოგონას - მარლენს.
ეს ლამაზი სევდიანი ფილმია, რომელიც გვიყვება ორი მარტოხელა ადამიანის ისტორიას.
ორი მოსუყვარული წყვილი, დიდიხნიანი თანაცხოვრების შემდეგ იწყებს ერთმანეთთან დაპირისპირებას, რაც ქმრის სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ იწყება.
კონი დედა და მეუღლეა. მისმა 11 წლიანმა ქორწინებამ ედუარდთან, ვნება დაკარგა. კონი წიგნების სიმპატიურ კოლექციონერს, პოლს გადაეყრება და მასთან რომანს გააბამს. თუმცა ედუარდი მალე ეჭვს აიღებს და გადაწყვეტს მოწინააღმდეგეს აჯობოს.
ოფიცრების პოლიციის მრავალთაობიანი ოჯახის ნამდვილი გამოცდა მაშინ ხდება, როცა რეი კორუფციის საქმეს იძიებს, მაგრამ ამ ამბავში მისი ცოლის ძმაა გარეული.
ენდი ისევ მოდის ინდუსტრიაში ხვდება და მას მოუწევს წარსულთან და მირანდასთან შეჯახება. კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება, ხოლო ძალაუფლებისა და ამბიციის თამაში კიდევ უფრო მძაფრდება...
გოგონა ახალ სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხდება, ამიტომაც ის დებს ყველაზე მომხიბვლელ მოსწავლესთან სარისკო გარიგებას, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
ნელი ცხოვრობს კაროლინას ტყეებში და მას დედა გარდაეცვლება. ნელიმ არ იცის სხვებთან ლაპარაკი, იგი მხოლოდ თავის გამოგონილ ენაზე საუბრობს, ამიტომ მარტო დარჩენილი, მხოლოდ თავის თავს ელაპარაკება.
რიჩარდს, ცხოვრებისგან გადაღლილ უნივერსიტეტის პროფესორს, ძალიან სერიოზულ დიაგნოზს დაუსვამენ. გადაწყვეტს, რეალობას თვალი გაუსწოროს და გმირულად შეხვდეს, და იცხოვროს მაქსიმალურად მხნედ და თავისუფლად, სიმწარენარევი იუმორით, უდარდელად და ოდნავ გიჟურადაც კი.
ეს არის ფილმი მაიკლ ჯექსონის ადრეული ცხოვრების, მისი, როგორც
ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში.
1950 წელი, ნაპოლი და ნეაპოლის ზღვაში დაბადებული ქალი ახალგაზრდობის გრძელ ზაფხულებში ბედნიერებას ეძებს, შეუყვარდება მშობლიური ქალაქი და ასევე მისი მრავალი დასამახსოვრებელი პერსონაჟი...
პოლიციელმა ექსპლუატირებული მოზარდი მკვლელი უნდა მოძებნოს, მაშინ როცა მისივე ოჯახი კასტური ძალადობისა და მორალური აბსოლუტიზმის ქვეშ ინგრევა...
საიე და ფერმანი საიდუმლო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სასიკვდილო შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. მას შემდეგ რაც ისინი დროს ეჯიბრებიან გადარჩენისა და მისიის შესასრულებლად, მათი სახიფათო კავშირი ღრმავდება.
მოხუცი ქალი სახელად ტოვა, აკვარიუმში ღამის დამლაგებლად მუშაობს და უჩვეულო მეგობრობას ამყარებს ძალიან ჭკვიან რვაფეხასთან. ამავე დროს, ქალაქში გამოჩნდება ახალგაზრდა ბიჭი, რომლის წარსულიც ტოვას ცხოვრებას მოულოდნელად უკავშირდება...
ეს არის ისტორია მამასა და მის აუტისტ შვილზე, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს მაქსიმალურად გაუგონ და დაბრკოლებების მიუხედავდ, ჰარმონიულად იცხოვრონ.
შონის და ფლორას სიყვარულის ისტორია, სადაც ფლორა მეამბოხე ახალგაზრდაა, შონი კი კოლჯის წარმატებული სტუდენტი.
როდესაც დაზვერვის აგენტი კეტრინ ვუდჰაუსი ეჭვმიტანილია ერის ღალატში, მისი ქმარი - ასევე ლეგენდარული აგენტი - საბოლოო გამოცდის წინაშე დგას, უნდა იყოს ერთგული მისი ქორწინების ან მისი ქვეყნის მიმართ.
asvl