asvl

ფილმში ვითარება 1930 წლებში მიმდინარეობს. მუსოლინი და ჰიტლერი პირველად ხვდებიან ერთმანეთს. როცა ფაშისტი მეუღლე ისტორიულ მოვლენაზე დასასწრებად მიდის, მისი ცოლი მარტო რჩება და ჰომოსექსუალ მეზობელ მასტროიანს მეგობრობაზე გაურიგდება. მათი მეგობრობა ერთმანეთსაც ცვლის და ერთმანეთის ცხოვრებასაც.
გოგონა ახალ სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხდება, ამიტომაც ის დებს ყველაზე მომხიბვლელ მოსწავლესთან სარისკო გარიგებას, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
ნიკი მუშაობას მამის კომპანიაში იწყებს, ხოლო ნოა სწავლას ოქსფორდში. მათ ურთიერთობას დიდ გამოცდას უწყობს დაშორება, ეჭვიანობა, ახალი ნაცნობები და წარსულის პრობლემები...
ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში.
შონის და ფლორას სიყვარულის ისტორია, სადაც ფლორა მეამბოხე ახალგაზრდაა, შონი კი კოლჯის წარმატებული სტუდენტი.
ამბავი ბიჭზე, რომელსაც ცხოვრებაში მიზანი არ აქვს და ერთ დღეს ბავშვობის მეგობარს წერილს უგზავნის. წერილი კი სხვა გოგოს ხვდება, რომელიც მის ნაცვლად იწყებს პასუხის წერას. ისინი ერთმანეთს წერილებით უკავშირდებიან და ნელ-ნელა უყვარდებათ ერთმანეთი ისე, რომ რეალურად არც შეხვედრიან.
რომში ქორწილის კატასტროფის შემდეგ გულგატეხილ საქმროს აღმოაჩენს იმას რასაც ვერც კი წარმოიდგენდა ამ ტკივილის განცდის შემდეგ.
პოპის სურს სამყაროს შესწავლა, ალექსს კი სახლში დარჩენა ურჩევნია კარგი წიგნით ხელში, მაგრამ რატომღაც ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი შორს ცხოვრობენ, მაგრამ ათი წელია, რაც ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა ერთად ატარებენ.
კამილას ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც დი ბიანკო ძმები 7 წლის შემდეგ ბრუნდებიან. ტიაგომ პირველი კოცნა აჩუქა, ტეილორი კი მისი მფარველი იყო. ახლა ის შეიცვალა, მაგრამ მათ კვლავ აქვთ მასთან ურთიერთობის ისეთი გზა, როგორიც სხვას არ შეუძლია.
მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგი და პრაგმატული იურისტი ბავშვობის ურთიერთობიდან წლების შემდეგ ხელახლა ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც მათი უმანკო მეგობრობა რაღაც დაუნგრეველში გადაიზარდა.
ამერიკელი ქალი შობისთვის შამპანურის ბრენდის საყიდლად პარიზში გადაწყვეტს გამგზავრებას, თუმცა მოულოდნელად ღვინის იმპერიის მემკვიდრეს შეუყვარდება...
ძალიან კეთილი ბუნების, მაგრამ ნაკლებად ნიჭიერი ანგელოზი, სახელად გაბრიელი, ერევა ფრილანსერი მუშაკისა და მდიდარი კაპიტალისტის ცხოვრებაში...
ნიკისა და ნოას ურთიერთობა პიკს აღწევს მანამ, სანამ ისინი ისეთ მოვლენებს წააწყდებიან, რომლებიც გამოცდას უწყობს მათ ერთად ყოფნას. შეძლებენ თუ არა ისინი წარსულის დაძლევას ძლიერი გრძნობების მიუხედავად, თუ სიყვარული და პატიება საკმარისი არ არის?
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ მოულოდნელად იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს.
ლილი თავის დას, ვალერიას, სტუმრობს და გაკვირვებულია, მას შემდეგ რაც იგებს, რომ ფრანგ მანუზეა დანიშნული. ის სპონტანურად ხვდება ღამის კლუბის მენეჯერ ტომს, რაც მყისიერად იწვევს მათთან ურთიერთობას. კუნძულზე მომხდარი მოვლენების უკან კი ბნელი საიდუმლო იმალება...
მომხიბვლელი მამაკაცის ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
ორი დაოჯახებული ადამიანი ერთმანეთს აეროპორტში შეხვდებიან და ნიუ-იორკში დაუვიწყარ დროს გაატარებენ. ეს მოგზაურობა კი, მათ ბევრი რამის გარკვევაში დაეხმარებათ...
ანორა, ახალგაზრდა და ლამაზი სექს-მუშაკია ბრუკლინიდან, რომელიც ერთ დღეს იღებს შესაძლებლობას შეიგრძნოს კონკიას ზღპრული ამბავი, როდესაც ის ხვდება რუსი ოლიგარქის შვილს და იმპულსურად დაქორწინდება მასზე. მაგრამ როგორც კი ეს ამბავი რუსეთს მიაღწევს, ახალგაზრდა გმირის ზღაპარს საფრთხე დემუქრება, რადგან მისი მეუღლის მშობლები ნიუ-იორკში მიემგზავრებიან ქორწინების გასაუქმებლად.
რუზგარი და ჰაიალი სრულიად განსხვავებული სამყაროდან მოდიან. მიუხედავად განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურული ბარიერებისა, ისინი უმკლავდებიან თავიანთ მოჩვენებით წარსულს და სიყვარულს მტკიცედ ეჭიდებიან.
როდესაც ანა, ამბიციური ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, ბავშვობის ოცნების ასასრულებლად ოქსფორდის უნივერსიტეტში მიემგზავრება, მისი ცხოვრება სრულიად სწორ გზაზეა, სანამ არ შეხვდება მომხიბვლელ და ჭკვიან ადგილობრივს, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ორივეს ცხოვრებას.
ახალგაზრდა, ძალიან ამბიციური ნიუ-იორკელი მაჭანკალი იდეალურ პარტნიორსა და არასრულყოფილ ყოფილ შეყვარებულს შორის აღმოჩნდება. სადაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელიც ძალიან რთულია.
ახალბედა შეფ-მზარეულს და ახლად განქორწინებული მოულოდნელად შეხვედრის შემდეგ, აღმოაჩენენ რომ მათ შორის დიდი კავშირია.
1607 წლის აპრილში, 3 ინგლისური ხომალდი, რომლის გემბანზედაც 103 ადამიანი იყო, მიადგა ნაპირს, რომელიც სამიათასი მილით იყო დაშორებული მათი მშობლიური ინგლისიდან.
ჯონ ნეში პრინსტოის უნივერსიტეტშია და უნდა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს მათემატიკის განვითარებაში. ის გააკეთებს აღმოჩენას და ნობელის პრემიასაც მიიღებს. დაბრუნდება უნივერსიტეტში ლექტორად და მისი მოსწავლე შეუყვარდება. მალე მას სთხოვენ საბჭოთა კოდების გაშიფვრას და ამით საშიშ კონსპირაციაში ჩაებმება.
საოცარი პირველი პაემნის შემდეგ, ბიას და ბენის ცეცხლოვანი ატრაქციონი ცივდება - სანამ ისინი მოულოდნელად არ შეხვდებიან ქორწილში ერთმანეთს.
ბავშვთა სახლის კედლებში, სადაც ნიკა გაიზარდა, ყოველთვის ყვებოდნენ ერთ ლეგენდას: ცრემლების შემქმნელის შესახებ, იდუმალი ოსტატი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა შიშისა და შფოთვის შექმნაზე, რომლებიც ბინადრობენ ადამიანების გულებში. მაგრამ ჩვიდმეტი წლის ასაკში ნიკა ზღაპრებს უკან იტოვებს. ახლა მისი ყველაზე დიდი ოცნება სადაცაა ახდება...
ზაფხული მოვიდა, ეს კი არდადეგებს ნიშნავს. პანთინგტონის სკოლის ბოლო დღეა და ტრადიციულად ამ დღეს დიდი წვეულებით აღნიშნავენ.
ფილმი მოგვითხრობს ჰარლემის ცნობილი ღამის კლუბის ,,კოტონ კლუბი
asvl