asvl

საიდუმლო ორგანიზაციის მიერ დამალულ ინფორმაციას აღმოაჩენის შემდეგ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მეტეოროლოგთან ერთად ცდილობს მსოფლიოსთვის გაამჟღავნოს სიმართლე უცხოპლანეტელების შესახებ, მაგრამ ეს ასე მარტივიც არაა.
ახალგაზრდა წყვილი საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის მომსწრე ხდება, ისინი მალევე ხვებიან, რომ ავარიის ადგილი უყურადღებოდ არ დატოვეს, რადგან დემონური არსება, სახელად მგზავრი, არ გაჩერდება მანამ, სანამ ორივეს არ წაიყვანს.
ბიჭი ცდილობს საიდუმლო ნივთის დახმარებით ბავშვობის მეგობარს შეაყვაროს თავს. სურვილი მართლდება, თუმცა გოგოს სიყვარული ავადმყოფურ ობსესიად და საშიშ კოშმარად იქცევა.
ყოფილი პოლიციელი, გოგონას მკვლელობის ამბავს იძიებს, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული. სწორედ ამ გამოძიების დროს ის იდუმალ ლეგენდას აწყდება.
მწერალზე, რომელიც ირლანდიის შორეულ სასტუმროში მიდის მშობლების ფერფლის დასაფანტად. იქ უცნაურ ლეგენდას აწყება ძველ ჯადოქარზე, რომელიც სასტუმროს საქორწინო ნომერში ბინადრობს...
როდესაც დაზვერვის აგენტი კეტრინ ვუდჰაუსი ეჭვმიტანილია ერის ღალატში, მისი ქმარი - ასევე ლეგენდარული აგენტი - საბოლოო გამოცდის წინაშე დგას, უნდა იყოს ერთგული მისი ქორწინების ან მისი ქვეყნის მიმართ.
დეტექტივი, რომელიც მთაში მამაკაცის სიკვდილს იძიებს, საგამოძიებო მოქმედებების დროს გარდაცვლილის იდუმალ ცოლს ხვდება...
როდესაც პატარა მთიან სოფელში ძალადობრივი და საშინელი სიკვდილიანობა იწყება, ბოროტი არსების შესახებ ძველი ლეგენდა ხელახლა იბადება...
ფილმი, ბრწყინვალე არქიტექტორის, ისტორიას მიჰყვება, რომელსაც მოულოდნელად მოუწევს იმ სასახლის მეპატრონისა და პატრიარქის მკვლელობის გამოძიება, რომლის რემონტიც მას დაევალა.
უნივერსიტეტის პროფესორს, რომელსაც დაუოკებელი წყურვილი აქვს კვლევების მიმართ, ოჯახის ძველი მეგობრები სთხოვენ, გამოიძიოს მათი ანტიკვარული წიგნების მაღაზიაში მომხდარი მოჩვენებების სერია...
მეხსიერებადაკარგული ყოფილი გამომძიებელი მკვლელობათა განყოფილებიდან იძულებული ხდება, ამოხსნას სასტიკი მკვლელობა, რის დროსაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს იგებს საკუთარი წარსულიდან.
როცა მამაკაცი მისი დაკარგული სიყვარულისგან საიდუმლოებით მოცულ წერილს იღებს, ის საილენთ ჰილისკენ მიემართება - ერთ დროს მისთვის ნაცნობი ქალაქისკენ, რომელიც ახლა წყვდიადიტაა მოცული.
ბრილიანტების ძარცვა, პენსიაზე გასული მხედრების ილუზიონისტებს ახალ შემსრულებლებთან - გრინბლატთან, სმიტთან და სესასთან აერთიანებს, რომლებიც საშიშ დამნაშავეებს ესხმიან თავს.
ბენუა ბლანკი ბრუნდება, ამჯერად უკვე თავისი ყველაზე სახიფათო საქმისთვის.
ფინი, რომელიც ამჟამად 17 წლისაა, ტყვეობის შემდეგ ცხოვრებას ებრძვის, მისი და შავი ტელეფონიდან სიზმრებში ზარებს იღებს და შემაშფოთებელ ხილვებს ხედავს, სადაც სამი ბიჭის დევნას ასახავენ ზამთრის ბანაკში, რომელიც ალპური ტბის სახელითაა ცნობილი.
წლების ურთიერთობის შემდეგ, ტიმი და მილი გზაჯვარედინზე აღმოჩნდებიან, როდესაც ისინი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. დაძაბულობა უკვე მძვინვარებს და არაბუნებრივ ძალასთან შეხვედრა მათ ცხოვრებას და სიყვარულს...
ლინა, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით - ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვენეციაში, პუარო, რომელიც ახლა პენსიაზეა გასული, უხალისოდ ესწრება სეანსს. მაგრამ როდესაც ერთ-ერთი სტუმარს მოკლულს იპოვიან, ყოფილი დეტექტივი კიდევ ერთხელ ერთვება გამოძიებაში.
ნიუ-იორკელ დეტექტივს
დედის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, თინეიჯერი გოგონა და მისი უმცროსი და თავს იტანჯავენ სახლში სადისტური ყოფნით და იბრძვიან, რომ მწუხარე მამამ ყურადღება მიაქციოს, სანამ გვიან არ არის.
შვებულებაში გასული მშობლები, თავის ერთადერთ შვილთან ერთად დასასვენებლად მიდიან, იქ კი მათ უცხობი პირები მძევლად აიყვანენ და აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად არჩევანის გაკეთებას მოსთხოვენ.
პრობლემური დაცვის თანამშრომელი იწყებს მუშაობას
1956 წელი - საფრანგეთი. მოკლულია მღვდელი. ბოროტება ისევ ვრცელდება. მსოფლიო მასშტაბური ჰიტის გაგრძელება მოჰყვება დას ირინეს, როდესაც ის კვლავ პირისპირ ხვდება ვალაკს, დემონ მონაზონს.
დეტექტივი ნიკოლსი ძალიან უცნაური საქმის გამოძიებას იწყებს, სადაც თითქოს ყველაფერი მოჩვენებითია და ილუზიის საბურველშია გახვეული.
კაცი ბრუნდება გუიჟოუში და ეძებს იდუმალი ქალის კვალი. ის იხსენებს 20 წლის წინ მასთან გატარებულ ზაფხულს.
დასავლეთ ავსტრალია, 1987 წელი. ფსიქოპატი ჯონი და მისი მეგობარი ქალი ეველინი ახალგაზრდა გოგონების გატაცებით ერთობიან. აუპატურებენ მათ, შემდეგ კი ხოცავენ და ტყეში მარხავენ. შემდეგი მსხვერპლი 17 წლის ვიკი მალოუნი მიხვდება, რომ მათგან თავის დასაღწევი ერთადერთი გზა ეველინის ჯონის წინააღმდეგ ამხედრებაა.
ლამბერტები 10 წლის შემდეგ კვლავ მძიმე სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებიან, მაშინ როდესაც დალტონი კოლეჯს იწყებს.
მას შემდეგ, რაც იდუმალი არსება ანადგურებს მსოფლიოს მოსახლეობას, რის შედეგადაც ისინი, ვინც მას შეხედავენ კვდებიან, სებასტიანი და მისი ქალიშვილი ბარსელონაში გადარჩენის საკუთარ დიდ თავგადასავალს იწყებს.
asvl