მეუღლეს დაკარგავს შემდეგ, ქალი გადაწყვეტს სიმშვიდის საპოვნელად მეუღლის ოჯახის სახლში წავიდეს, თუმცა იქ მოულოდნელად დემონური ძალა იღვიძებს და ოჯახის წევრები სათითაოდ ხდებიან შეპყრობილები...
ავრორა პატარა გოგონა, რომელსაც მოუწევს დაიქირაოს თავისი განმარტოებულ მეზობელი, პროფესიონალი მკვლელი, იმისათვის რომ შური იძიოს მონსტრზე, რომელმაც მას მშვილებელი მშობლები მოუკლა.
ზღვის ბიოლოგი, რომელიც კვლევას ატარებს რამდენიმე ძალიან უცნაურ შემთხვევას წააწყდება. ორი მოზარდის სასტიკი სიკვდილის გარდა, ყველა ნიშანი ღრმა ფიორდზე მიუთითებს...
ახალგაზრდა წყვილი საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის მომსწრე ხდება, ისინი მალევე ხვებიან, რომ ავარიის ადგილი უყურადღებოდ არ დატოვეს, რადგან დემონური არსება, სახელად მგზავრი, არ გაჩერდება მანამ, სანამ ორივეს არ წაიყვანს.
პაციენტის იდუმალი გაუჩინარების შემდეგ, თერაპევტი გადაწყვეტს თავად შევიდეს იმ იდუმალ სამყაროში სადაც პაციენტი გაუჩინარდა და როგორმე დააბრუნოს ის რეალობაში.
ბიჭი ცდილობს საიდუმლო ნივთის დახმარებით ბავშვობის მეგობარს შეაყვაროს თავს. სურვილი მართლდება, თუმცა გოგოს სიყვარული ავადმყოფურ ობსესიად და საშიშ კოშმარად იქცევა.
მწერალზე, რომელიც ირლანდიის შორეულ სასტუმროში მიდის მშობლების ფერფლის დასაფანტად. იქ უცნაურ ლეგენდას აწყება ძველ ჯადოქარზე, რომელიც სასტუმროს საქორწინო ნომერში ბინადრობს...
ჟურნალისტის პატარა ქალიშვილი უდაბნოში უკვალოდ ქრება. რვა წლის შემდეგ, დანგრეული ოჯახი შოკირებულია, როდესაც ის მათთან ბრუნდება, რადგან ის, რაც სიხარულით სავსე შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ცოცხალ კოშმარად იქცევა.
კატასტროფული სამხედრო კატასტროფის შემდეგ, მკვდრები უბრალოდ არ აღდგებიან - ისინი ნადირობენ. ავა ეძებს თავის დაკარგულ ქმარს, მაგრამ ის, რასაც ის აღმოაჩენს, გაცილებით საშინელებაა...
სასიკვდილო თამაშის გადარჩენის შემდეგ, გრეისმა და მისმა დამ, ფეითმა, ამჯერად ოთხი მეტოქე ოჯახი უნდა დაამარცხონ, რომლებიც ძლევამისილი ტახტისთვის იბრძვიან და სადაც გამარჯვებული ყველაფერს იღებს.
როდესაც საიდუმლო ლაბორატორიიდან ძალიან საშიში სოკო გაიქცევა, ყოფილი ბიოტერორიზმის აგენტს დასახმარებლად იხმობენ. ორ ახალგაზრდა თანამშრომელთან ერთად, ის უხილავ და კონტროლიდან გამოსულ საფრთხეს უნდა დაუპირისპირდეს.
მძღოლი მიმტანს ყოფილი შეყვარებულისგან იხსნის და აგრძელებს მართვას მანამ, სანამ ქარბუქში არ დაეჯახება. დაშავებული და ხევში ჩარჩენილი, ის გადარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ მალევე ირკვევა, რომ სიცივე ყველაზე დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
როდესაც თანამშრომელი და მისი აუტანელი უფროსი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან, როგორც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ერთადერთი გადარჩენილები, მათ უნდა გადალახონ წარსული წყენა და ერთად იმუშაონ, რათა გადარჩნენ.
როდესაც ქალაქში, სადაც სიდნი პრესკოტმა ახალი ცხოვრება ააშენა, ახალი მკვლელი ჩნდება, მისი ყველაზე ბნელი შიშები ახდება, რადგან მისი ქალიშვილი მკვლელის შემდეგი სამიზნე ხდება.
უცოდინარი საშუალო სკოლის მოსწავლეების ჯგუფი შემთხვევით წააწყდება დაწყევლილ საგანს, უძველეს აცტეკურ სიკვდილის სასტვენს. ისინი აღმოაჩენენ, რომ სასტვენის დაკვრა და მის მიერ გამოცემული საშინელი ხმა მათ მომავალ სიკვდილს გამოიძახებს...
როცა მამაკაცი მისი დაკარგული სიყვარულისგან საიდუმლოებით მოცულ წერილს იღებს, ის საილენთ ჰილისკენ მიემართება - ერთ დროს მისთვის ნაცნობი ქალაქისკენ, რომელიც ახლა წყვდიადიტაა მოცული.
მას შემდეგ რაც ნათელმხილველი თერაპევტი ახალგაზრდა გოგონას გადასარჩენად იწყებს ბრძოლას, ის სულაც არ ელის, რომ ყველაზე საშინელ კოშმართან პირისპირ დგომა მოუწევს. გოგონა დარწმუნებულია, რომ მას რაღაც ბოროტი ძალა ეპატრონება და ნელ-ნელა შიგნიდან ჭამს...
მას შემდეგ, რაც ზრდასრული მამაკაცი ხედავს, თუ როგორ მოკლა მისი მშობლები სანტას ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა, მოგვიანებით ის თავადაც იცვამს სანტას კოსტუმს და შურისძიებსას იწყებს.