asvl

იუსუფი ღამით ტაქსისტად მუშაობს, რადგან მისი შეყვარებული და ის, ახალ სახლზე ოცნებობენ. ერთი დღესაც ის დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნება, რაც მის გეგმებს სრულიად შეცვლის.
თურქული სერიალი სიყვარულის, ოჯახური დაპირისპირებისა და ძველი საიდუმლოებების შესახებ, სადაც მოვლენები შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება და წარსულის შეცდომები მთავარი გმირების ბედს განსაზღვრავს...
17 წლის არასი მოულოდნელად იგებს რომ მისი ძმა ცოცხალია, სწორედ ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ დაკარგულ ძმას როგორმე მიაგნოს, ეს კი მისთვის საკმაოდ სახიფათოა.
პირველი სიყვარულის ტკივილის მზიმედ გადატანის შემდეგ, ლეილა ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, მაგრამ ეს მისთვის არც ისე მარტვიია.
ჰანჩერი უცნობ სამყაროში აღმოჩნდება, ჯიჰანი კი საკუთარი გვარის ტვირთს ებრძვის. დეველიოღლუს მდიდრულ სასახლეში ბნელი საიდუმლოებები იმალება.
ეს არის სიყვარულის ისტორია ორ სრულიად განსხვავებულ ოჯახს შორის ერთი და იგივე სიმართლით, მაგრამ განსხვავებული მეთოდებით.
სამხედრო გადაწყვეტს პენსიაში გავიდეს, ამის მიზეზი კი მისი ერთადერთი ქალიშვილია. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას ჰქონდა გეგმებში.
ის მაღალი წრის ქალბატონია, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს და მათთვის საუკეთესო უნდა. მაგრამ ყველაფერი ადვილი როდია, ცხოვრება მას დიდი გამოცდებს უმზადებს.
დილანი და ბარანი იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ, რათა დაასრულონ შუღლი მათ ოჯახებს შორის და გადაარჩინონ ძმა, მაგრამ მათ ბიძას სისხლის ღვრის შეწყვეტა არ სურს.
მიუნევერი, დიდგვაროვანი ოჯახიდანაა და თავის მოახლე სუზანთან ერთად ძველ სასახლეში ცხოვრობს. ერთ ღამეს, დის მიერ მიტოვებული პატარა გოგონა მიუნევერის ცხოვრებას ცვლის. გოგონა მიუნევერის უცნობი შვილიშვილია.
აზიზეს სამი შვილი ჰყავს, მისი ცხოვრება კი იმდენად რთულია დედამთილთან ერთად რომ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება მისი მოსიყვარლე ქმარი სახლში. ყველაფერს კი ომი ართულებს, რომელიც ვერადავერ დამთავრდა.
გოგონა სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც ის ძალით გაათხოვეს და სახლში გამოკეტეს. 8 წლის მანძილზე მას სასტიკად ეპყრობოდნენ და ძალადობდნენ მასზე.
ფარაჰი 28 წლის ირანელი ექიმია, რომელიც სტამბოლში არალეგალურად მუშაობს და მაფიის მიერ ჩადენილი მკვლელობის მომსწრე ხდება...
მდიდარი ეშრეფი ხვდება ნისანს, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსია და თან ძალიან ლამაზია,მალე მას მის მიმართ დიდი სიყვარულის გრძნობა გაუჩნდება.
სერჰატის სამყარო ინგრევა, როდესაც ის თავისი მეუღლის, ბერაკის, დიდი ხნის განმავლობაში დამალულ საიდუმლოს გაიგებს. გაბედულ ზეინეპთან შეხვედრის შემდეგ, ის ქარიშხალში აღმოჩნდება, რომელიც ყველაფერს შეცვლის.
6 ობოლი და-ძმა სტამბოლის ქუჩებში გადარჩენას ცდილობს და ხელისუფლებისა და კრიმინალების მუქარას ერიდება. უფროსი დის, აზიზეს ხელმძღვანელობით, მათი კავშირი ერთადერთია, რაც მათ აქვთ, რადგან ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ უსაფრთხო თავშესაფარს და ახალ ერთად ცხოვრებას.
ოჯახისთვის შურისძიების მცდელობის შემდეგ, მამაკაცი ციხეში ხვდება და ძალიან საშიშ კარტელს უერთდება. წლების შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ საყვარელი ქალი მის ახლობელზე დაქორწინდა, რაც ერთგულებას, სიყვარულსა და გადარჩენას შორის დაძაბულ კონფლიქტს იწვევს.
ქალს, რომელსაც ქმარი უღალატებს, სამ შვილთან ერთად გაუცხოებული დედის სახლში ბრუნდება და ცდილობს დედა-შვილის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ახალი ცხოვრების დაწყებას...
ზეინეპი გოგონაა, რომელიც ედრემითში რთულ პირობებში მუშაობდა და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ თურქეთში მეხუთე ადგილი დაიკავა და მის მიერ არჩეული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მოიგო.
ეს არის სამყარო, სადაც ძნელია იმის თქმა, ვინ კარგია და ვინ ცუდია, რა არის ნამდვილი და რა არის ყალბი. ეს სამი ძმა, ერთიანი მიზნით, აღმოაჩენენ, რომ ისინი არ არიან ისე დაკავშირებულები ერთმანეთთან, როგორც აქამდე ფიქრობდნენ.
წვეულებაზე შეხვედრის შემდეგ, აქტანს და ლალის ერთმანეთი სიგიჟემე უყვარდებათ. ისინი იძულებულები არიან ყველაფერს დაუპირისპირდნენ, რაც მათ სიყვარულს საფრთხეს უქმნის.
დეფნე, რომელმაც თავისი დრო კარიერას მიუძღვნა, მოულოდნელად ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, რაც მას აიძულებს ძველ ნაცნობს მიმართოს დასახმარებლად, ეს კი მისთვის ახალი ურთიერთობის დაწყებას შეუწყობს ხელს.
ისტორია ახალგაზრდა ქვრივის შესახებ, რომელიც ძალიან განიცდის საყვარელი ადამიანის სიკვდილს. ტრაგედიიდან მალევე ქალი გადაწყვეტს ქმრის ცხედარი სამშობლოში გადაასვენოს. ასე რომ, მთავარი გმირი და მისი პატარა ვაჟი აღმოჩნდებიან მდიდარი ოჯახის სახლში, რომელიც დიდ ფულს შოულობს. მაგრამ ეს ყველაფერი მათთვის დიდი გამოცდა იქნება.
დიდ ვალებში ჩაფლული მექანიკოსი, ტიმური, კარსლების ოჯახის საიდუმლოებებში აღმოჩნდება ჩათრეული და მოულოდნელად მემკვიდრე ზაფერ კარსლის როლს ირგებს, რაც ყველას ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის...
3 დის ისტორია, რომელთაც ხოვრებაში ბევრი განსაცდელის გავლა მოუწევთ სიყვარულისა და ბედნიერებისთვის.
სერიალი მოგითხრობთ შეუძლებელი სიყვარულის ამბავს - კანფეზას, მომთაბარე გოგონასა და მაჰირს, პოლიციის კომისარს შორის, რომელიც პამუქქალედან იწყება და სტამბოლამდე გრძელდება.
ჰალილი ყველანაირად ცდილობს შური იძიოს თავისი სიყვარულის მკვლელობისთვის, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, მას შემდეგ რაც ის გაიცნობს გოგონას.
asvl