ფარაჰი 28 წლის ირანელი ექიმია, რომელიც სტამბოლში არალეგალურად მუშაობს და მაფიის მიერ ჩადენილი მკვლელობის მომსწრე ხდება...
დილანი და ბარანი იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ, რათა დაასრულონ შუღლი მათ ოჯახებს შორის და გადაარჩინონ ძმა, მაგრამ მათ ბიძას სისხლის ღვრის შეწყვეტა არ სურს.
ოჯახისთვის შურისძიების მცდელობის შემდეგ, მამაკაცი ციხეში ხვდება და ძალიან საშიშ კარტელს უერთდება. წლების შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ საყვარელი ქალი მის ახლობელზე დაქორწინდა, რაც ერთგულებას, სიყვარულსა და გადარჩენას შორის დაძაბულ კონფლიქტს იწვევს.
ქალს, რომელსაც ქმარი უღალატებს, სამ შვილთან ერთად გაუცხოებული დედის სახლში ბრუნდება და ცდილობს დედა-შვილის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ახალი ცხოვრების დაწყებას...
3 დის ისტორია, რომელთაც ხოვრებაში ბევრი განსაცდელის გავლა მოუწევთ სიყვარულისა და ბედნიერებისთვის.
ჰალილი ყველანაირად ცდილობს შური იძიოს თავისი სიყვარულის მკვლელობისთვის, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, მას შემდეგ რაც ის გაიცნობს გოგონას.
ამბავი მთავარი ინსპექტორის შესახებ, რომელიც ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ: სინათლე ბზარებში, მითიური ყოველდღიურობა და ბოროტება, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყურება. აღმოსავლეთით მედბარე ერთი შეხედვით იდილიურ პატარა დასახელბა სამ ფიჭვში მკვლელობების სერიის გამოძიებისას, მთვარი გმირი აღმოაჩენს დიდი ხნის დამალულ საიდუმლოებებს, სადაც ის ხვდება საკუთარ კოშმარებს.
ტექნოგენური კატასტროფის შემდეგ საშინელმა ომმა უკონტროლო ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის გაანადგურა შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი. მასიური ამაზრზენი დრონები, რომლებსაც ოდესღაც საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, ახლა მიწას აბინძურებენ და მრავალ საფრთხეს უქმნიან ბრძოლებში გადარჩენილ ადამიანებს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსი ჯეკ რაიანი საეჭვო საბანკო გადარიცხვებს აღმოაჩენს და დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. ამისათვის მას მოუწევს მიატოვოს უსაფრთხო სამუშაო ოფისში და ჩაერთოს სასიკვდილო თამაშში მთელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
ქრონიკული დეპრესიით დაავადებული სცენარისტი გადაწყვეტს სოციალური კომიდან გამოვიდეს, მას შემდეგ რაც თავისი ოცნების ქალს ხვდება.
მოვლენები ვითარდება წმინდა მიწაზე სალადინის დროში, ხატანთან ბრძოლის და სხვა მოვლენების დროში, რომლებიც უკავშირდება იერუსალიმის სამეფოს მძიმე დროს.
მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოთხი თვე გავიდა. იგი ორსულად არის და მალე ბავშვი შეეძინება, მაგრამ მას შეშლილი ქალი უთვალთვალებს, რომელიც მისი ბავშვით ზედმეტად არის დაინტერესებული.
სურათის სიუჟეტი ესტონეთის სკოლაში მომხდარი ამბის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი სკოლის მოსწავლე – იოზეფია, რომელიც თანაკლასელების ათვალწუნების ობიექტი ხდება. ის ყველა დამცირებას იტანს, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი იცვლება..
მას მხოლოდ ერთი რამ უნდა - გაქრობა... ამის ნაცვლად ახლა მასზე თავისივე ”შემქმნელები” ნადირობენ. მან დაკარგა მეხსიერება და საყვარელი ადამიანი. მისი შეჩერება თანამედროვე პროფესიონალ მკვლელებსაც არ შეუძლიათ. მას ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დაუბრუნდეს დასაწყისს და გაიგოს თუ ვინ იყო... ჯეისონ ბორნი...
პროფესორი ჯონი სამსახურს მიატოვებს, მისი კოლეგები სახლში მიაკითხავენ მიზეზის გასაგებად. ჯონის პასუხი მათ გააკვირვებს, მისი თქმით ჯონი უკვდავია და იმიტომ, რომ მისი საიდუმლო არ გამჟღავნდეს ათ წელზე დიდ ხანს არსად ჩერდება.
ისტორია ებრაელი ფულის გამყალბებელი სალომონ სოროვიჩის შესახებ, რომელსაც აიძულეს დახმარებოდა ნაცისტებს მეორე მსოფლიოომის დროს
ბიძა ძმებს სთავაზობს სარისკო საქმეს, მათ კი ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომ დათანხმდებიან და დანაშაულს ჩაიდენენ.
რა ადგილი იქნება საუკეთესო ვამპირებისთვის? რა თქმა უნდა, ის სადაც დღე და ღამე ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან და ეს ადგილი ალიასკაა იქ კი ვამპირები ბინადრობენ.
ალექსი სახელგანთქმულია, ის ოთხმოციანი წლების ვარსკვლავია და ახლაბედა მომღერალი სთავაზობს, რომ მასთან ერთად დუეტი ჩაწეროს.
ფილმში მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში. დანაშაული ნიუ-იორკში მოდებულია ყველგან და ნარკომაფიის ბოსებს უნდათ, რომ პოლიციელებს გაუსწორდნენ.
ლუოდოს ციხეში ჩასმას უპირებენ, მაგრამ იმ პირობით გამოუშვებენ, რომ მან სამასი საათი საბავშვო ბაღში უნდა იმუშაოს. რამდენად მარტივი იქნება მისთვის ამ გამოწვევის დაძლევა?
ბავშვები მშობლებს კარგავენ და ისინი იძულებულები გახდებიან ბიძასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ბიძას დიდად სამი ბავშვის მოვლა არ სურს.
ქალს თავს დაესხმებიან და ის ვერ აიტანს ყველაფერი ასე მარტივად შერჩეთ. მან შური უნდა იძიოს, რომ დამშვიდდეს.
ოთხი ბავშვი დაიბადა, რომელიც ობოლია. მათი გაშვილების იმედი არ აქვთ, მაგრამ უეცრად უშვილო წყვილი გამოჩნდება და რა უნდა ქნა, როცა მათ ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი უნდათ.
განძულობებზე მონადირე ბენ გეიტსი აღმოაჩენს საიდუმლოს, რომლის ამოხსნამ შესაძლოა აშშ–ს მთელი ისტორიის გადახედვამდე მოიყვანოს. ის მიემგზავრება 18 გამქრალი ფურცლის საძებნელად ჯონ უილიქსის დღიურიდან, ავრაამ ლინკოლნის მკვლელის...
ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ცხოვრების წარსული მოგონებებით ცხოვრობს ბავშვს გადაარჩენს და შემდეგ ახალშობილს შეიარაღებული ხალხისგან იცავს.
ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პიტერ პარკერი ადამიანი-ობობა გახდა, და სამი წელი, რაც მან დაიფიცა აღარ ჩაიცვას თავისი სუპერგმირის კოსტუმი. მაგრამ ყველაფერი იცვლება... ზებუნებრივი ვირუსის მოქმედებისგან ადამიან-ობობაში ბნელი ძალები იღვიძებენ. ახალი ზებუნებრივი შესაძლებლობების ფლობის სურვილი სასოწარკვეთილად ებრძვის თავის თავში ბოროტებას....
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს. სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს. ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს, რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს...
asvl