რამდენიმე თინეიჯერისგან შემდგარი ჯგუფი, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე აუთერ ბანქსის სანაპიროზე მიემგზავრება. ამ სანაპიროზე კი ისინი შემთხვევით ნამდვილი საგანძურის რუკას იპოვნიან და განძის ძებნას შეუდგებიან.
ამბავი ამერიკული ფეხბურთის მწრთვნელ ტედ ლასოს შესახებ, რომელსაც ევროპულ ფეხბურთში მწვრთნელობის გამოცდილების საერთოდ არ აქვს და ამის მიუხედავად ინგლისის პრემიერ ლიგის პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მწვრთნელად დაიქირავებენ.
ყოფილი პოლიციელი, გოგონას მკვლელობის ამბავს იძიებს, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული. სწორედ ამ გამოძიების დროს ის იდუმალ ლეგენდას აწყდება.
აზიზეს სამი შვილი ჰყავს, მისი ცხოვრება კი იმდენად რთულია დედამთილთან ერთად რომ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება მისი მოსიყვარლე ქმარი სახლში. ყველაფერს კი ომი ართულებს, რომელიც ვერადავერ დამთავრდა.
ეს არის მსუბუქი კომედიურ-რომანტიკული ისტორია მასწავლებელ ქალზე, რომელიც თავის შეყვარებულს მთებში მიჰყვება და გზაში ვირის (დონკის) დახმარებით უცნაურ, სახალისო თავგადასავალში ხვდება.
ახალგაზრდა და ამავდროულად ლამაზ ამერიკელ გოგონას, ფრანგული მარკეტინგული ფირმა დაიქირავებს. ფირმის მთავარი მიზანია რომ გოგონამ რიგ საკითხებში მათ ამერიკული ხედვა გაუზიაროს.
შორეულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მცხოვრები კინომოყვარული უსახლკარო მაწანწალა ქალთან იწყებს ურთიერთობას...
ერთად ცხოვრების მიუხედავად, აზია იშვიათად ურთიერთობს თავის ქალიშვილ ვიკასთან. მათი რუტინა ირღვევა, როდესაც ვიკას ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება. აზია უნდა ჩაერიოს და გახდეს დედა, რომელიც ვიკას ასე სასოწარკვეთილად სჭირდება.
სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის ინგლისში ვითარდება. სიმდიდრე, ვნება და ღალატი ბრიჯერტონების ძლიერ ოჯახს ყველგან თან სდევს.
გამოუსწორებელი კრიმინალისა და პატარა გოგონას გზები მოულოდნელად იკვეთება, რომელსაც ანგელოზი ადამიანების შეცვლაში ეხმარება.
არისუ ერთ უმუშევარი მამაკაცია, დიდი ფულისა და იღბლის გარეშე. ერთ დღეს მას ლურჯი დამაბრმავებელი შუქი შთანთქავს, რის შემდეგაც ტოკიო მთელ მოსახლეობას კარგავს, გარდა არისუსა და მისი ორი მეგობრისა.
ქალს, რომელსაც ქმარი უღალატებს, სამ შვილთან ერთად გაუცხოებული დედის სახლში ბრუნდება და ცდილობს დედა-შვილის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ახალი ცხოვრების დაწყებას...
ჰიუნი, მარტოხელა საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც მთელი ოჯახი საშინელ ავარიაშიდაკარგა, ახლა ის იძულებულია დატოვოს თავისი სახლი და შეექმნას ახალი რეალობა, სადაც მონსტრები ცდილობენ გაანადგურონ მთელი კაცობრიობა.
ზეინეპი გოგონაა, რომელიც ედრემითში რთულ პირობებში მუშაობდა და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ თურქეთში მეხუთე ადგილი დაიკავა და მის მიერ არჩეული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მოიგო.
პატიმარი იურისტის როლს ირგებს, რათა თავიდან აიცილოს სამუდამო პატიმრობა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია...
ეს ამბავი არის მენტალურად დაავადებულ მამაზე, რომელსაც მკვლელობაში ტყუილ უბრალოდ დებენ ბრალს და აპატიმრებენ.
გამოცდილი და ნიჭიერი დეტექტივი იძიებს ერთ-ერთი ძლიერი ოჯახის უფროსის სიკვდილს, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა და მკვლელს ვერავინ პოულობს.
ეს არის სამყარო სადაც ცხოველები და ადამიანები ჰარმონიულად ცხოვრობენ, მაგრამ არის ხიფათიც რომელშიც სრულიად შემთხვევით ორი ბიჭუნა აღმოჩნდება.
გატაცებისგან თავის დაღწევის შემდეგ, შეშინებული გოგონა ყველანაირად ცდილობს სატვირთო მანქანის მძღოლი დაარწმუნოს, რომ ღამით სატვირთოს უკანა სავარძელში დამალოს. ორი ქალი თავშესაფარს პოულობს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან რა ელით...
წარმატებულ პროკურორს საერთოდ არაფერი ახსოვს, არა და მას ცოლ-შვილის მკვლელობა ედება ბრალიად. სიმართლის დასამტკიცებლად კი ის ციხიდან უნდა გაიქცეს.
მარტოხელა დედა და მისი სამი შვილი გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამა ახლახანს გარდაიცვალა, დედა კი ნელ-ნელა დანაზოგს ხარჯავს. 14 წლის ჰაზელი აცნობიერებს, რომ ფერმის საქმე ცუდად მიდის, მისი ძმების კარიერა კი ბოლომდე გადავიდა რელსებიდან.
ისტორია პატარა ბიჭუნაზე, რომელიც ორივე მშობელს დაკარგავს. ახლა ის საკუთარმა ბიძამ და დეიდამ უნდ აღაზარდოს.
ფერიდეს ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად, მას 5 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, მამა კი ჯარში მსახურის დროს. გოგონა პანსიონში გაიზარდა და დროდადრო დეიდას სტუმრობდა, საიდანაც მისი ცხოვრების მთავარი ამბები მოხდა.
გვიანი 90-იანების ნიუ იორკში ახალგაზრდა მწერალი სამსახურს იშოვის ჯ.დ. სელინგერის საგამომცემლოში . მისი ძველმოდური უფროსი შაბლონური დავალებების შესრულებას ავალებს , თუმცა მას უნდა, რომ საკუთარ გულისთქმას გაჰყვეს.
უბრალო მუშათა კლასისის წარმომადგენელი - ჯო ბელი, ფეხით მიემართება მთელ კონტინენტურ შეერთებულ შტატებში, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყროს
ისტორია მოგვითხრობს 7 ადამიანის სასამართლოზე , რომლებსაც ბრალი 1968 წლის დემოკრატიული საერთაშორისო კონფერენციაში ბუნტის გამო ედებათ.
ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ ბენი ჯერ კიდევ სიგიჟემდეა შეყვარებული. ერთ დღეს მოულოდნელად გაარკვევს, რომ მისი ცოლი მას ღალატობს. ასე რომ ის იძულებულია განქორწინებულთა კლუბს შეუერთდეს.
ფილმი მოგვითხრობს თარჯიმანზე, რომელიც პოლიციასსთან თანამშრომლობს და ნარკოგანყოფილების ზარებს თარგმნის, მაგრამ მალევე ნარკოტიკებით ვაჭრობაში ერთვება და ამ რესურსებს თავისი ქსელის შექმნაზე იყენებს.
asvl